en
ge

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ამერიკული სამართლის სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეები მიზნად ისახავენ ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის კომპონენტის ფარგლებში, ითანამშრომლონ ასოციაციის წევრებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებისათვის. ასევე, ითანამშრომლონ საქართველოში ამერიკული სამართლის სწავლების სტანდარტების, ამერიკული სამართლის სამაგისტრო სწავლების ხელშეწყობისა და იურიდიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. იგეგმება ასოციაციის წევრებისათვის უფასოდ ტრენინგების ჩატარება ჩიკაგო–კენტის სამართლის სკოლის პროფესორების მიერ სამართლის აქტუალურ მიმართულებებში.
ამერიკული სამართლის სკოლის წინასამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყფილი იქნება 10 პროცენტიანი სტიპენდიების დაწესება ასოციაციის ყველა იმ წევრისათვის, რომელიც გახდება წინასამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. სტიპენდიით უზრუნველყოფა გულისხმობს წინასამაგისტრო სწავლების საფასურის 10 პროცენტის გადახდისაგან გათავისუფლებას.
წყარო: ორგანზიაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)