en
ge

ფორუმი ქუთაისში

იმერეთი. 5 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსახლეობის ფორუმი, რომლის ორგანიზატორი იყო ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. ფორუმში მონაწილეობა 100–მდე სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირმა მიიღო. მათ შორის იყვნენ აქტიური მოქალაქეები, ახალგაზრდები, მრავალშვილიანი დედები, დიასახლისები და ა.შ. ფორუმზე იმსჯელეს ახალგაზრდულ საკითხებსა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და ა.შ.
ფორუმი გაიმართა პროექტის – „ეს მუშაობს" ფარგლებში, რომლის მიზანია ქუთაისის მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ეფექტური თანამშრომლობის, ღია დიალოგის ხელშეწყობა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023