en
ge

შეხვედრა თელავში

კახეთი. თელავში, საზოგადოებრივი გაერთიანების ,,ბემონის'' ინიციატივით, ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ-ინფექციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაწესებულებების წარმომადენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზაცია ,,ბემონის'' თელავის ოფისის ხელმძღვანელის, დავით ღონღაძეს თქმით, პარტნიორული ქსელი, რომელიც პროექტის „აღმოვფხვრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად" – ფარგლებში შეიქმნა. პარტნიორული ქსელი უკვე მეორე წელია სისტემატიურ შეხვედრებს მართავს, როგორც ერთიდაიმავე, ასევე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის აქტუალური სიახლეები, რომლებიც დაკავშირებულია აივ/შიდს-ის და ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების პრევენციასთან.
„შეხვედრაზე ასევე მთავარი თემები იყო მედიისა და სოციალური ქსელების გამოყენების პერსპექტივები აღნიშნული ორგანიზაციების მუშაობაში, ასევე ის მეთოდოლოგიები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ–შიდსის პრევენციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მუშაობას უფრო ეფექტურს ხდის".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)