სამცხე–ჯავახეთი. 15 ახალგაზრდა გარემოს დაცვითი პროექტის ფარგლებში აწყურის ეკო –ბანაკში იმყოფება. ბანაკის წევრები კონკურსის წესით ბორჯომიდან, აწყურიდან და ხარაგაულიდან შეირჩნენ.
პროექტს ,,იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში" არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაკრესი", სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრთან და ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან თანამშრომლობით, ახორციელებს.
პროექტში, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან ერთად, 30 –მდე ახალგაზრდაა ჩართული. აწყურის ბანაკში ახალგაზრდებს ტრენინგები და პრაქტიკული სამუშაოები უტარდებათ. უტარდებათ.
ტრენინგების მიზანი საველე პრაქტიკაში, თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში გამოცდილების გაღრმავებაა, რასაც მოზარდები სამომავლოდ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობაში გამოიყენებენ.