en
ge

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე გაიხსნა

აჭარა. 8 სექტემბერს, ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ბაზაზე დაფუძნებულ სივრცეში ფოტოგრაფების საშა მითაიშვილისა და შალვა ალხანაიძის ნამუშევრები გამოიფინა. გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ საგამოფენო დარბაზში 15 სექტემბრამდე ბათუმის საბჭოთა ეპოქის ამსახველი კადრები და თუში ქალების პორტრეტების დათვალიერებაა შესაძლებელი. 9 სექტემბრიდან თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სასემინარო კვირეული დაიწყება. გამოფენის მოწყობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა როგორც სივრცის მენეჯერები აცხადებენ, ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების სივრცის კონცეფციაში უნდა ჯდებოდეს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023