en
ge

„ჰორიზონტის გაფართოება...“

სამცხე–ჯავახეთი. ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი" ორგანიზაცია „მერსი ქორფთან" ერთად  სამცხე–ჯავახეთსა და შიდა ქართლში ახალ პროექტს იწყებს. პროექტის სახელწოდებაა „ჰორიზონტის გაფართოება, გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის". 
პროექტის ფარგლებში, ამ ორ რეგიონში, გაიხსნება ქალთა ოთახები, სადაც ადგილობრივი ქალბატონები საჭირო ცოდნას მიიღებენ. ისარგებლებენ ინტერნეტით, ბიბლიოთეკით, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი და ბავშვების კუთხე. 
პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონების საქმიანობაში ქალთა აქტიურ ჩართვას. პირველი მუნიციპალური ქალთა ოთახი სამცხე–ჯავახეთში – ნინოწმინდაში  გაიხსნება, დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში სერვისები ეტაპობრივად ჩამოყალიბდება. 
ქალთა ოთახები წალკაში, თეთრიწყაროსა და დმანისში უკვე არსებობს. პროექტი აშშ განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)