en
ge

წიგნიერების საერთაშორისო დღე ოზურგეთში

გურია. 8 სექტემბერს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის მოზარდებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათთვის საინტერესო წიგნების შესახებ და დააფიქსირეს საკუთარი აზრი წიგნების კითხვის საჭიროებასთან დაკავშირებით. ურჩიეს თანატოლებს თუ რატომ უნდა წაეკითხათ ესა თუ ის წიგნი და ისაუბრეს წიგნიერების დღის მნიშვნელობაზე.
ოზურგეთის ახალგაზრდულ ცენტრში უკვე მესამე წელია მოძრავი ბიბლიოთეკის პროგრამა ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მკითხველს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023