გურია. 21 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის ბაზაზე დაარსდა სამოქალაქო კლუბი. კლუბის ლიდერად ამავე სკოლის მოსწავლე აირჩიეს. კლუბში გაერთიანდა 15 მოსწავლე. 22 ოქტომბერს კი სამოქალაქო კლუბი ჩამოყალიბდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის ბაზაზე. კლუბში 17 მოსწავლეა გაერთიანებული.
ახლადჩამოყალიბებულმა კლუბებმა შეხვედრის დროს შეიმუშავეს მიმდინარე სასწავლო წლის სამუშაო გეგმა და ყოველკვირეული შეხვედრების გრაფიკი.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების დაფინანსებით. გურიაში პროგრამის პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.