კახეთი. თელავში, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის რაიონული ფილიალი გაიხსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქში სწავლების ახალი მეთოდიკის დანერგვას. პედაგოგიკის ცენტრის გახსნას ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველი თელავის მერიის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო პრეზიდენტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის შალვა ამონაშვილის თქმით, აღნიშნული ფილიალის გახსნა დადებითად აისახება მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაზე.