კახეთი. „კახეთის სამოქალაქო ლიგამ" გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" - ფარგლებში, კახეთში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის მცირე საგრანტო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხადა.
როგორც „კახეთის სამოქალაქო ლიგაში" აცხადებენ, გაეროს ერთობლივი პროგრამა გასცემს მცირე გრანტებს 2,500 აშშ დოლარის ფარგლებში.
მათივე თქმით, მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა კი ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა განათლებას და შექმნის ხელსაყრელ გარემოს გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად, გაზრდის მოსახლეობის მოთხოვნას რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურებსა და უფლებებზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 20 სექტემბერია, გამარჯვებულ პროექტებს ორგანიზაცია 30 სექტემბერს გამოაცხადებს.