en
ge

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია

გურია. ორგანიზაციამ „ქალები რეგიონის განვითარებისთვის", ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებულ გენდერული თანასწორობის სამოქალაქო კლუბთან ერთად, გენდერული  ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია გამართა.
კამპანიის ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. ფილმების ნაწილი ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში" მიაწოდა კამპანიის ორგანიზატორებს. კამპანიის ფარგლებში ნაჩვენები ფილმები ასახავდა ოჯახური ძალადობის (ფილმი – „მხოლოდ სიყვარულისთვის"), სათემო მობილიზაციის (ფილმი – „შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან"), ქალის პოლიტიკაში მონაწილეობის (ფილმი – „ბედნიერების მტრედი"), ეკოლოგიის, ჯანსაღი ცხოვრების, ძალადობის, რასიზმის (ფილმი – „სოციალური კლიპები") საკითხებს. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ 2 ფილმის ჩვენება, რომლებიც ასახავენ ტრეფიკინგის და შრომის უფლებების (ფილმი – „სანტას სახელოსნო) საკითხებს და ასევე ნაჩვენები იქნება ფილმი – „ინტერვიუ მადლენ ოლბრაიტთან".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)