თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „10 სექტემბერს, ქობულეთში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გააპროტესტეს მუსლიმი თემის მიერ პანსიონატის მშენებლობა და შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს, ხოლო შენობის კარებზე დაკლული ცხოველის თავი ჩამოკიდეს. ... პანსიონატის ხელმძღვანელები კონკრეტული/იდენტიფიცირებადი ჯგუფის მხრიდან განგრძობითად განიცდიდნენ შეურაცხყოფასა და საქმიანობისთვის ხელშეშლას, მოცემულ ქმედებაში აშკარად ჩანს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს. ამასთან, ადგილზე რელიგიური დაპირისპირებისა და კონფლიქტის აღკვეთის მიზნით, საჭიროა, რომ პოლიციამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge