en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 10 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელეს. „უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მუსლიმთა დევნისა და შევიწროვების ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რაც სახელმწიფოს მხრიდან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე არაეფექტური და არაადეკვატური რეაგირების შედეგია.
შემაშფოთებელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების ქცევა, რომლებიც რელიგიური უმცირესობებისადმი ხშირად დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ, რაც უმცირესობების უფლებების უხეშ დარღვევასა და უმრავლესობისადმი პრეფერენციულ მოპყრობაში ვლინდება".
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „მიიღოს გადამწყვეტი ზომები, რათა წერტილი დაესვას მოქალაქეების დევნას და დისკრიმინაციას რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე". განცხადებას ხელს ათი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
სრულად...
წყარო: gdi.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023