en
ge

დემოკრატიის ინსტიტუტის პრესკონფერენცია

აჭარა. 10 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელიმა დირექტორმა - არჩილ ხახუტაიშვილმა ბრიფინგი გამართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი" მოსახლეობას მოუწოდებს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან" ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს. არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ ენერგოკომპანიასთან სასამართლო დავა დაასრულა და უწყებას წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვარდებულება დაეკისრა. „დემოკრატიის ინსტიტუტის" თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა, ორგანიზაცია მომხმარებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს. ასევე, აღნიშნული საზოგადოებრივი ორგანიზაცია  აგრძელებს მუშაობას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  მიერ დადგენილი „ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ" ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის გაუმჯობესებაზე.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)