შიდა ქართლი. „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" ახორციელებს პროექტს - „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში".
პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თემების განვითარებაში, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის გააზრებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ახალგაზრდებისთვის ადვოკატირების პროცესის წარმართვისთვის საჭირო განათლების გაღრმავება-განმტკიცების ხელის შეწყობა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილია ახალგაზრდული თვითმმართველობის სკოლა. სკოლაში უკვე ჩაუტარდა ტრენინგი თვითმმართველობის საკითხებში გორის ჯგუფს. მსგავსი ტრენინგები ჩაუტარდებათ აგრეთვე ქარელისა და კასპის ჯგუფებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში