თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი „მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეტი სიცხადე არსებობდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის საგაზეთო ინტერვიუდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, გარკვეული სამოქალაქო წრე, საქართველოში, შემოდგომაზე, სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, შეთქმულებას და დესტაბილიზაციას ამზადებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების" თანადმფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული ინფორმაცია, თუ სისხლისსამართლებრივი კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, როდის მოხდა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყება და რა საზოგადოებრივი სტატუსით მოქმედებს დასახელებული 500 ადამიანი, რომელსაც, მინისტრის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში არეულობისთვის ამზადებს".
წყარო: barristers.ge