იმერეთი. 11 სექტემბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი - „ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირველი ინიციატივა". შეხვედრას ცენტრის 15 წევრი ესწრებოდა.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და ახალი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც პირველი ინიცატივის, საკუთარი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო არჩევანის გაკეთების საკითხებზე და ა.შ ტრენინგზე განხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი - გარემო და შესაძლებლობები, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი, ზოგადი ჰიგიენის წესები, ჯანსაღი კვება; თამბაქო, მოწევის მიტოვება და პრევენცია, ალკოჰოლი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, წამალთადამოკიდებულება, ნარკომანია, პირადი ჰიეგანა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებები, აივ ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი, ჰეპატიტები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში