en
ge

შშმ ახალგაზრდებისთვის ასპინძაში ბანაკი მოეწყო

სამცხე–ჯავახეთი. 12 სექტემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის ასპინძის სარაგბო ბაზაზე ბანაკი მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სპორტულ–შემოქმედებითი ფესტივალი და სოციალური კინოს დღეები გაიმართება.
მონაწილეები ბანაკში თბილისისა და სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა ცენტრიდან ეტაპობრივად ჩავლენ. ბაზაზე მოეწყობა ახალგაზრდების ფოტომასალებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ასევე, გაიმართება ფოლკლორული ღონისძიება და კინოჩვენებები. ახალგაზრდებისთვის მოეწყობა ექსკურსია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სპორტულ-შემოქმედებითი ფესტივალი და სოციალური კინოს დღეები ასპინძაში კავშირ „რეას" ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ბანაკი 4 დღიანია და მასში 50–მდე შეზღუდული შესაძლებელოების მქონე ახალგაზრდაა ჩართული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)