კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა დისკუსია - „ვინ მოკლა ილია? 107 წელი ილიას მკვლელობიდან". ღონისძიება მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას.
შეხვედრას თელავის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები, ისტორიკოსები ფილოლოგები, სკოლის და უნივერსიტეტის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
შეხვედრა ისტორიკოსმა, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახემლმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და მკვლევარმა თენგიზ სიმაშვილმა ჩაატარა.