შიდა ქართლი. 13 სექტემბერს, ასოციაცია „ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა და ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" გამართეს პროექტ - „ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის" - პრეზენტაცია. შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში უსაფრთხო, სუფთა, ხელმისაწვდომი და მწვანე ტრანსპორტის განვითარებას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში, ჰაერის ხარისხის საზომი სენსორები დამონტაჟდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის გორშიც.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში