კახეთი. ასოციაცია „ელკანამ" ახმეტაში, ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ACF International, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი იყო დახმარება ფერმერთა ჯგუფებისთვის და კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის ბიზნესზე ორიენტირებული საუკეთესო იდეების გამოსავლენად ხილისა და ბოსტნეულის წარმოებისა და გადამუშავების სფეროში.
როგორც ,,ელკანას’’ წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ფერმერებს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მათივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფერმერთა არარეგისტრირებულ, ან რეგისტრირებულ ჯგუფებს, რომლებსაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად ჩამოყალიბების სურვილი და რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ფერმერთა კოოპერატივებს.
როგორც ასოციაციის წევრები განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ერთ, მინიმუმ 5 წევრისგან შემდგარ ფერმერთა ჯგუფს/კოოპერატივს მინიმუმ 15 000 და მაქსიმუმ 49 000 ევროს გრანტის მიღება შეუძლია. გრანტის მისაღებად კი აუცილებელია ბენეფიციარის მხრიდან 30%-იანი თანამონაწილეობა. პროექტის ღირებულების დანარჩენი 70% გრანტის მეშვეობით დაიფარება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2014 წლის 22 სექტემბერი, 17:30 სთ.
საგრანტო კონკურსის დეტალები...