თბილისი. „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ" და ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა" განცხადება გაავრცელეს. „გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასოფლო- სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვის ამკრძალავი მორატორიუმის გაუქმების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მორატორიუმის გაუქმება სამართლიანია და დადებითად აისახება ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე მორატორიუმი უარყოფითად აისახებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში