en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „რუსთავი 2“-ის სიუჟეტთან დაკავშირებით

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში" გასულ სიუჟეტს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ 14 სექტემბერს გასულ სიუჟეტს, რომელიც 10 სექტემბერს ქობულეთში მომხდარ ვანდალურ ფაქტს შეეხებოდა, როდესაც ადგილობრივი  მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა მუსლიმთა სასულიერო სასწავლებელთან   ღორი დაკლა და მისი თავი კარებზე მიამაგრა.
ჩვენი აზრით, სიუჟეტის ქარგა არათანაბარი იყო, რადგან  რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ამ ფაქტზე სამართლებრივი და უფლებრივი თვალსაზრისით მსჯელობის ნაცვლად, პირველ ნაწილში შემოთავაზებული იყო სპეკულაციური ინტერპრეტაცია, რომელიც სოციალურ პრობლემას უმცირესობის თემატიკასთან დაუსაბუთებლად აკავშირებდა. მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს ინტერპრეტაცია არასრულწლოვანის ხარჯზე ხდება, რითაც  ირღვევა ბავშვის უფლება", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)