სვანეთი. 18 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით გამართავს კონფერენციას „ხუდონჰესი: ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა".
კონფერენციის მიზანია, შედგეს დიალოგი საექსპერტო, სახელისუფლებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს შორის ხუდონჰესის პრობლემატიკის ირგვლივ.
კონფერენცია გაიმართება მესტიაში
წყარო: ombudsman.ge