სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX). პირველი ტური დაიწყება 27 სექტემბერს და ერთი თვის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნება ტესტირება გაიარონ ქუთაისში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულსა და თბილისში. პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
წყარო: ამერიკის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში