კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლები ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ქვემო ხოდაშნის ხევის კალაპოტი და საფრთხე კიდევ ერთხელ შეაფასეს.
ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, ხოდაშნის ხევის კალაპოტი წლებია არ გაწმენდილა რის გამოც იგი ყოველწლიურად გადმოდის ნაპირებზე და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის:
,,ხევმა კალაპოტი რამდენჯერმე შეიცვალა, რის გამოც ყოველი წვიმის დროს ალავერდის ტაძარს დატბორვის საფრთხე ექმნება".
CENN-ის წარმომადგენლები, ყვარელში სოფელ გავაზის მოსახლეობასაც შეხვდნენ და სოფლის ტერიტორიაზე გასხვისებული 33 ჰექტარი ტყე მოინახულეს.