თბილისი. თბილისში ამოქმედდა მობილური ჯგუფები, დღისა და ღამის ცენტრები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად.
აღნიშნულ მომსახურებებს ითვალისწინებს ორწლიანი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის დაფინანსებით. ინიციატივის ფარგლებში, განისაზღვრა მომსახურებები და მექანიზმები, რომლებიც გამოავლენენ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, მობილური ჯგუფები სთავაზობენ მათ დაუყონებლივ დახმარებასა და დაცვას, აგრეთვემუშაობენ მათთან და მათ ოჯახებთან იმ მიზნით, რომ მოხდეს ამ ბავშვების ჩართვა არსებულ სოციალური და ბავშვთა დაცვის მომსახურებებში. ინიციატივაში ასევე ჩართულია განათლებისა და მეცნიერების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროები და თბილისის მერია. არასამთავრობო ორგანიზაციები ვორლდ ვიჟენი, კარიტას საქართველო და ბავშვი და გარემო ბავშვებს უზრუნველყოფენ ინდივიდზე მორგებული, სათანადო მომსახურებებით.
წყარო: unicef.ge