იმერეთი. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ახალი პროექტის - „შიდსის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავალი თაობა" - განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 18 სექტემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი - „ცხოვრების ჯანსაღი წესი პირველი ინიციატივა".
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და ახალი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც პირველი ინიცატივის, საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისლმგებლობისა და მისი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო არჩევანის გაკეთების საკითხებზე, ჰიგიენის თემაზე აუცილებელი პრევენციული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სწორი-განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში