22 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი რეგიონულ ტურნეს იწყებს. შეხვედრებზე, რომლებსაც ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ექვს ქალაქში ჩაატარებენ, წარმოდგენილი იქნება - დისტანციური სწავლების ახალი ქართული პორტალი -
www.e-learning.ge, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თვითგანვითარების და პროფესიული ზრდის ახალ შესაძლებლობას. ასევე გაიმართება წიგნის - „სამაოქალაქო საზოგადოება- პუბლიცისტიკა ესეები" - პრეზენტაცია.
შეხვედრების განრიგი
22 სექტემბერი, 13:00 საათი - გორი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
23 სექტემბერი, 13:00 საათი - ახალციხე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
24 სექტემბერი, 13:00 საათი - ქუთაისი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
25 სექტემბერი, 13:00 საათი - ზუგდიდი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
26 სექტემბერი, 13:00 საათი - ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
29 სექტემბერი, 13:00 საათი - ოზურგეთი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი