en
ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვოლდ ვიჟენმა“ გურჯაანში შეხვედრა გამართა

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ვოლდ ვიჟენმა" (World Vision) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის კახეთის სამხარეო პროგრამის ხელმძღვანელმა მათ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა.
„პროექტის მთავარი მიზანი ბავშვების და ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვაა. რადგანაც ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა მუნიციპალიტეტში, ამიტომ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, მუნიციპალიტეტის ახალ წარმომადგენლებთან. მათ ჩვენი ორგანიზაციის მიზნები და სამომავლო გეგმები გავაცანით". – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა ათუაშვილმა.
ორგანიზაცია „ვოლდ ვიჟენი" პროექტებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოთხ სოფელში: ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურში და ვაჩნაძიანში ახორციელებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)