en
ge

გამოფენა: საქართველოს დამფუძნებელი კრება: პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა 1921–1978

თბილისი. 20 სექტემბერს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის გამოფენა: „საქართველოს დამფუძნებელი კრება: პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა 1921–1978".
1919 წელს საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნების შედეგად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება აირჩია.
დამფუძნებელი კრების 130 ადგილზე შემადგენლობის ცვლილების შედეგად დეპუტატის მანდატი 145 მოქალაქეს მიენიჭა. ეს 145 დეპუტატი საქართველოს მოსახლეობის ბოლო კანონიერ წარმომადგენლად დარჩა საქართველოს ოკუპაციის შემდგომი 70 წლის მანძილზე. უკანასკნელი მათგანი 1978 წელს გარდაიცვალა.
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ოკუპაციის შემდეგ განვითარებული ის საკვანძო პოლიტიკური მოვლენები, რომლებშიც დამფუძნებელი კრების დეპუტატები მონაწილეობდნენ.
გამოფენა მომზადებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის „საბჭოთა წარსულის გააზრება" ფარგლებში, ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (National Endowment for Democracy - NED) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)