en
ge

თბილისის მერიამ ქალაქის მწვანე საფარის დაცვაზე უნდა იზრუნოს

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. „გვსურს გამოვეხმაუროთ ხეების გადაბელვას თავისუფლების მოედანზე, რომელიც, სავარაუდოდ, „პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება.
მწვანე საფარი, განსაკუთრებით კი დიდი ხეები, მეტად მნიშვნელოვანია ქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. გარდა ვიზუალური მხარისა, ხეები ამცირებენ ქალაქის ჰაერში მავნე ნივთიერებებისა და ნაწილაკების კონცენტრაციას, ხოლო ზაფხულის თვეებში - ტემპერატურას მიმდებარე ტერიტორიაზე. ხეები ქარისა და ნიაღვრის შემაკავებელ ფუნქციასაც ასრულებენ. ყოველივე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისში, სადაც ზაფხულის თვეები განსაკუთრებით ცხელია, ხოლო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი - მაღალი. ... მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ შეწყვიტოს ან მინიმუმამდე შეამციროს ქალაქში ხეების გადაბელვის პრაქტიკა და უზრუნველყოს ხეების ფორმირების განხორციელება მხოლოდ სათანადო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც შესაბამისი ნორმატიული აქტით იქნება დამტკიცებული”, ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023