en
ge

ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ამხანაგობების განვითარებაში

სამცხე–ჯავახეთი. 20-21 სექტემბერს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებით ბორჯომში ტრენინგები ჩატარდა, რომელსაც ქარელის, მარნეულის, წყალტუბოს, თერჯოლის, ზესტაფონის, ვანის, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქ. გორის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრენინგის თემა იყო „ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ამხანაგობების განვითარებაში". ტრენინგებზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამართლებრივ საკითხებზე, თვითმმართველობის როლზე და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. ასევე, მოწვეულმა ექსპერტებმა მათ საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებული ამხანაგობების გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგებზე დაიგეგმა თითოეული მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო შეხვედრების ჩატარება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის" მონაწლეობით, რათა სამომავლოდ ამხანაგობების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის ,,ბინათმეაკუთრეთა ამხანაგობების შექმნა და განვითარება" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID საქართველო / NEO-ს მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)