en
ge

ახალციხეში მშვიდობის დღე აღნიშნეს

სამცხე-ჯავახეთი. 21 სექტემბერს ახალციხეში მშვიდობის დღე აღნიშნეს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონფლიქტებისა და მოლპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და ორგანიზაცია „მესხ ქალთა გაერთიანების" ინიციატივით ღონისძიება მოეწყო.
ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწვლეებმა მშვიდობის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა წარმოადგინეს, მოეწყო პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება სახელწოდებით ,,ერთი დღე მშვიდობას".
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან ახალგაზრდებმა ახალციხის პარკში გადაინაცვლეს და მშვიდობის დღესთან დაკავშირებით მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები, ბუშტები და ყვავილები დაურიგეს.
მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა დევიზით: პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ. 20 წლის შემდეგ კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია დ ამით 21 სექტემბერი გამოაცხადა როგორც ყოველწლიური დღესასწაული გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არა ძალადობისათვის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)