თბილისი. 24 სექტემბერს, სტარტი აიღო „მოსიარულე ბიბლიოთეკამ", რომელიც მომდევნო 3 დღის მანძილზე პროექტის - „წიგნი ყველა სოფელს" - ფარგლებში მოგზაურობას მარტვილის, ლენტეხისა და ქუთაისის სკოლებში გეგმავს.
„წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება.
წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში