en
ge

„სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება საქართველოში“

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ბლოგ-პოსტი - „სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება საქართველოში: საკანონმდებლო ბაზა, შესყიდვები და ევროპული გამოცდილება" - გამოაქვეყნა. „საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, რადგან ხშირია ამ პრივილეგიის ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს ხარჯებისა და მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შემცირებას. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. უმეტეს ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით, მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი ზედმეტი ხარჯის შემცირებისა და სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის.
ამ ფონზე, კარგი იქნება, ვნახოთ, თუ როგორ ახორციელებენ მსგავს რეფორმებს ევროპის სხვა ქვეყნები და როგორ არეგულირებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას”, ნათქვამია ბლოგ-პოსტში.
სრულად... 
წყარო: www.transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)