თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სტუდენტებთან დისკუსია გამართა. შეხვედრა, რომელსაც სხვდასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ განათლების მულტიმედია ცენტრში შედგა.
IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აუხსნა როგორ მუშაობს OGP, რა ვალდებულებებს იღებს საქართველო პარტნიორობაში, როგორ არის სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში ჩართული და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ გაიზარდოს დაინტერესება როგორც ვალდებულებების შემუშავების თვალსაზრისით, ისე მათი შესრულების კონტროლის მიმართულებით.
წყარო: ogpgeoblog.wordpress.com