კახეთი. აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე განხილეს არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ასევე სასწავლო გაცვლით პროგრამებში და კონკურსებში ახალგაზრდობის ჩართვის საკითხები.
საელჩოს წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორსა და მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრად ასამდე სხვადასხვა ჟანრის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული ლიტერატურაც გადასცეს.