en
ge

ტრენინგი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მედიისთვის

23 სექტემბერს უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა კავკასიამ (ECMI-Caucasus) რეგიონებში მომუშავე მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა. ღონისძიების თემატიკა საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, მასში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის მნიშვნელობასა და მის გაშუქების საკითხებს შეეხებოდა.
ტრენინგზე განიხილეს ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის, ასოცირების შეთანხმება და დოკუმენტში გათვალისწინებული ეთნიკური უმცირესობების საკითხები; ვიზის ლიბერალიზაცია და როგორ არის იგი დაკავშირებული ეროვნული უმცირესობების დაცვის ევროპულ სტანდარტებსა და მექანიზმებთან.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომუშავე მედია ორგანიზაციების ჟურნალისტები; საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მედია ორგანიზაციების ჟურნალისტები და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მომუშავე რეგიონული მედიის ჟურნალისტები. მონაწილეების რაოდენობამ სულ 15 მედიის წარმომადგენელი შეადგინა - მათ შორის ტელე, რადიო, ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემები ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან, ახალციხიდან, ბორჯომიდან, ბოლნისიდან, თეთრიწყაროდან, ლაგოდეხიდან, თელავიდან და თბილისიდან.
ტრენინგები გაიმართა პროქტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო" (OSGF) ხელშეწყობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)