კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, 26 სექტემბერს, თელავის მერსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის პირველი საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახლადჩამოყალიბებულ თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიის მიერ სამსახურის სტრუქტურის, მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების, ასევე სამომავლო გეგმების გაცნობა.
თელავის მერმა მოისმინა რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებისგან და დასმულ შეკითხვებზეც გასცა პასუხი.