en
ge

EMC: „მუსლიმთა უფლებების დარღვევას განგრძობითი ხასიათი აქვს“

თბილისი. 28 სექტემბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისათვის გახსნილ პანსიონში, ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა და პანსიონში იმ დროისთვის მყოფი თანამშრომელი გარეთ გამოიხმო. EMC-ის წარმომადგენლებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა იგი ჩასვა მანქანაში და მოსთხოვა, რომ პანსიონიდან გამოეტანათ საკუთარი ნივთები და დაეტოვებინათ იქაურობა, ხოლო შენობას ისინი თავად დაკეტავდნენ. პარალელურად, პანსიონთან მობილიზებული იყო 50-დან 60-მდე ადგილობრივი.
მოგვიანებით, მას შესთავაზეს, რომ მხოლოდ ის დარჩენილიყო შენობაში, საჭმელს კი კარებთან დაუდებდნენ და ასე, იზოლაციის პირობებში უნდა ყოფილიყო. მას მისცეს საშუალება, რომ დაერეკა საკუთარი თანამშრომლებისათვის და გაეფრთხილებინა, რომ იქ აღარ გამოჩენილიყვნენ.
...მიგვაჩნია, რომ მუსლიმთა უფლებების დარღვევას განგრძობითი ხასიათი აქვს, იზრდება დაპირისპირების რისკი, რის გამოც, ხელისუფლებას მოვუწოდებთ ეფექტური და დროული რეაგირებისაკენ".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)