en
ge

EMC განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა. „აღნიშნული გადაწყვეტილებით, დეპარტამენტმა არ დაადგინა თერჯოლაში, იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის წინააღმდეგ, 2014 წლის ივნისის დასაწყისში, რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ აქციებში #2 სკოლის დირექციის, მასწავლებლების მონაწილეობისა და მათ მიერ აქციაზე მოსწავლეების ქცევის კონტროლის/ორგანიზების ფაქტი. ...განათლების სისტემაში რელიგიური ინდოქტრინაციისა და შეუწყნარებლობის პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონიერ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენს მოცემულ საქმეზე და უზრუნველყოფს ადეკვატური პრევენციული ზომების, მათ შორის, ტოლერანტობის და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე თერჯოლის #2 სკოლაში სპეციალური ღონისძიებების გატარებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)