en
ge

კახეთში ახალი კულტურული პროექტების განხორციელება დაიწყო

კახეთი. თელავში, სიღნაღსა და გურჯაანში კულტურული მიმართულების 3 თვიანი პროგრამების განხორციელება ადგილობრივმა სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმდინარე კვირიდან დაიწყეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 3 თვის მანძილზე, მომზადდება სანდრო ახმეტელის მუზეუმის ელექტრონული სლაიდების კატალოგი, გაიმართება ქიზიყური ფესტივალი 2014-ის და ნასამხრალის ტურისტული ბილიკი მოეწყობა. 
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტს, განხორციელდება პროექტი სახელწოდებით ,,ტურიზმის განვითარება სოფელ კისისხევში", რაც შესაბამისად, ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთი" გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ეროვნული მუზეუმის საცავში დაცული გაზეთის „ხმა კახეთისას" შესწავლა–კვლევას დაიწყებს. პროექტის ფარგლებში გაიმართება გამოფენა. პროექტის მხარდამჭერია სათემო განვითარების ცენტრი.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)