სამცხე-ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. ესეების კონკურსი თავისუფალ თემაზე საგრანტო ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა და მასში მონაწილეობა 14 ახალგაზრდამ მიიღო.
ორი გამარჯვებული, წინასწარ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს, ხოლო მესამე სოციალურ ქსელში მოწონებების საშუალებით გამოვლინდა.
საგრანტო ღონისძიება, პროექტ - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" - ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირია.
დაჯილდოვების ბოლოს, კონკურსში მონაწილეებს და გამარჯვებულებს, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში