en
ge

„ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ - კომუნიკაცია საქმეზე

თბილისი. „ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტმა „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე კომუნიკაცია მოამზადა, რომელიც სექტემბრის თვეში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა. დოკუმენტში ჩამოყალიბებული იყო ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის საქმის გამოძიებისა და სასამართლო აღსრულების პროცესს.„მომზადებული დოკუმენტი გადაეგზავნა ევროპის საბჭოს მუდმივ წარმომადგენლობას სტრასბურგში და მოპასუხე სახელმწიფოს. ამ უკანასკნელს აქვს ხუთი დღის ვადა, რომ უპასუხოს წერილს. როგორც კი ხუთდღიანი ვადა ამოიწურება, გზავნილი, ხელისუფლების პასუხებთან ერთად, გადაიგზავნება მინისტრთა კომიტეტში და გამოქვეყნდება აღსრულების განყოფილების ვებგვერდზე", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023