თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს, დაკითხოს მსჯავრდებული ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებზე. „ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხოს თეიმურაზ გვარაძე, გადაამოწმოს ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც მსჯავრდებული მიუთითებს და უზრუნველყოს მისი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის დაცვის ღონისძიებები. ასევე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მის მიერ აღწერილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე".
წყარო: www.humanrights.ge