en
ge

გამჭვირვალობა: „საპატრიარქოს რადიო – კანონით გაუთვალისწინებელი შეღავათები“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა ბლოგი: „საპატრიარქოს რადიო – კანონით გაუთვალისწინებელი შეღავათები". ორგანიზაცია პერიოდულად სწავლობს მედიის სფეროში მოქმედ სხვადასხვა მაუწყელებთა მფლობელებისა თუ მათი საქმიანობის საკითხს. „... დღეისათვის საქართველოში სამოცზე მეტი მაუწყებელი ფუნქციონირებს, რომელთა საქმიანობა ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე ხორციელდება. რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობა შესაძლებელია ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პირებს გადასცემს... საპატრიარქოს... აქვს საკუთარი რადიო – „ივერია". კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, „ივერია" თბილისში და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში მაუწყებლობს და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა რეესტრში არ ფიქსირდება ანუ საპატრიარქოს რადიო „ივერია" ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს....კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარსულში არაერთ კომპანიას დააკისრა ფულადი სანქცია ულიცენზიოდ საქმიანობის გამო... მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებლისათვის რამდენიმე წელია ცნობილი არის საპატრიარქოს რადიო „ივერიის" ულიცენზიო მაუწყებლობის შესახებ, კომისია არ რეაგირებს კანონის დარღვევის ფაქტზე", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)