en
ge

ეკონომიკურმა მედია სკოლამ მეორე ნაკადი მიიღო

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა" ეკონომიკური მედია სკოლა, ჟურნალისტების მეორე ნაკადისთვის გახსნა. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენთთან" (Junior Achievement) ერთად ხორციელდება. მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 19 მედია საშუალებას წარმოადგენენ. ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან.
ტრენინგებს „ჯუნიორ ეჩივმენთის" (Junior Achievement) ტრენერები და მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ.
სასწავლო კურსი, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)