კახეთი. ჰუმანიტარული ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში" ინციატივითა და ორგანიზებით, ლაგოდეხში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 24 ბავშვს ეტლები და ველოსიპედები გადაეცათ.
,,ბავშვებს უჭირდათ გადაადგილება და იმედი გვაქვს, რომ ახლა ეს პრობლემა მოეხსნებათ. პროექტის ფარგლებში სხვა აქტივობებსაც განვახორციელებთ", აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი სენატე უნგელმანი.