კახეთი. ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფი, გუშინ, დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას ესტუმრა. ვიზიტის მიზანი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიისთვის ევროპული დიპლომის მინიჭება იყო. სტუმრები, ნაკრძალის ოფისში, შეხვდნენ ფერმერთა ასოციაციისა და არასამთავრებო ორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ის პროექტები, რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალს უკავშირდება.
ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს ანგარიშს, რის შემდეგადაც გადაწყდება მიენიჭება თუ არა ვაშლოვანს ევროპული დიპლომი.